„ბაზარი ორბელიანზე“ ამ შემოდგომაზე გაიხსნება

„ბაზარი ორბელიანზე“ ამ შემოდგომაზე გაიხსნება

access_time2021-09-23 15:00:43

ორბელიანის განახლებულ მოედანზე ახალი სავაჭრო ცენტრი - „ბაზარი ორბელიანზე“ მოეწყობა, ობიექტის რემონტი ფინალურ ეტაპზეა და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება და მომხმარებლებსაც მიიღებს. „ბაზარი ორბელიანზე“ თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარს და კვების ჰოლს გააერთიანებს.



სივრცეში 35 სხვადასხვა მიმართულების, როგორც ქართული, რეგიონული, ასევე უცხოური რესტორნები განთავსდება. „კომერსანტი“ დეტალებისთვის „ბაზარი ორბელიანის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს თამარ მესარკიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით „ბაზარი ორბელიანზე“ არის უნიკალური და უპრეცედენტო კონცეფცია, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ობიექტის პირველ სართულზე აგრარული ბაზარი, მეორე სართულზე კვების 35 ობიექტი, ხოლო მესამე სართულზე ღია ტიპის ვერანდა განთავსდება, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება.

 

 

„ეს არის ახალი სივრცე, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის შენობის აღდგენის ახალ კონცეფციას გულისხმობს. „ბაზარი ორბელიანზე“ თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. აქ გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი, როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები.

„ბაზარი ორბელიანზე“ იქნება ერთიანი სავაჭრო-საგამოფენო სივრცე, რომელიც ქართველ გლეხსა და ფერმერს შესაძლებლობას მისცემს, რომ მის მიერ წარმოებული და მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგინოს, რაც თავის მხრივ წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. კერძოდ, იგეგმება 200-მდე სავაჭრო წერტილისა და 35-მდე ფუდ კონცეფციის შექმნა. ობიექტი ფერმერებს და გლეხებს დამოუკიდებელ მოთამაშეებად პოზიციონირებაში, მათი ცნობადობის ამაღლებაში და ბრენდინგში დაეხმარება.

ქართველ და უცხოელ კულინარებს საშუალება მიეცემათ, რომ ერთ ჭერქვეშ 35-ზე მეტი გასტრონომიული კონცეფცია შექმნან, აქცენტი გაკეთებული იქნება ქართული სამზარეულოს ღირშესანიშნაობებზე და მიმართულებებზე, თუმცა მასთან ერთად წარმოდგენილი იქნება: იტალიური, ტაილანდური, ჩინური, იაპონური, შუააზიური და სხვა სამზარეულოებიც. კულინარიული მასტერ კლასებისათვის და საქართველოში წარმოებული სასმელებისათვის განკუთვნილია დიდი სივრცეები. ყოველივე ზემოაღნიშნულის მეშვეობით მოხდება ქართული სამზარეულოსა და კულტურის დამატებითი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - უთხრა „კომერსანტს“ თამარ მესარკიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ობიექტს ტურისტული მნიშვნელობაც ექნება და ის ახლად რესტავრირებული ორბელიანის მოედანს გამოაცოცხლებს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების ნაკადებს. მისივე თქმით ისტორიული შენობის გამოცოცხლება მისი ისტორიული დანიშნულებით, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში მასშტაბური ღონისძიების მოწყობის შესაძლებლობას იძლევა.

 


 

„აღნიშნული პროექტი საინტერესოა ყველასთვის. ტურისტული თვალსაზრისით იქმნება უნიკალური მიზიდულობის წერტილი, როგორც ადგილობრივებისათვის ისე უცხოელი სტუმრებისათვის. ქალაქს დაემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს. მსგავსი ტიპის პროექტები დიდი ხანია წარმატებულად ფუნქციონირებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში (ნიუ-იორკი, მადრიდი, ბარსელონა, ფლორენცია, რომი, ბუდაპეშტი, ლონდონი, ლისაბონი, ტოკიო, თელ-ავივი და სხვა მრავალი) და წარმოადგენენ ქალაქის სახეს. პროექტს გააჩნია ათობით სხვა თანმდევი თუ ირიბი დადებითი ეფექტის მოტანის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თამარ მესარკიშვილმა.

 


„ბაზარი ორბელიანზე“ ძალიან ბევრ ადგილობრივ ფერმერთან, მცირე და საშუალო ბიზნესთან, ასევე საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა კომპანიასთან და წარმომადგენელთან თანამშრომლობს.

 

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება თანამედროვე აგრარული ბაზრისა და 35 სხვადასხვა სახეობის კვების კონცეფციის შექმნა, მსგავსად Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და .. აღნიშნული ფორმატი საშუალებას მისცემს გლეხებსა და ფერმერებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პირადად წარმოადგინონ და გაყიდონ თავისი მოყვანილი და წარმოებული პროდუქცია (ხორცეული, თევზეული, მწნილეული, მწვანილი, ხილ-ბოსტანი, რძის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, თაფლი, ტკბილეული, კონსერვები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, სამკაულები, კერამიკა, სუვენირები და ..), ასევე მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და საერთაშორისო კულინარიის ათეულობით მცირე და საშუალო ზომის კაფე-რესტორანი, კულინარიული მასტერკლასების სივრცე, მცირე მაღაზიები, საჩვენებელი წარმოება (კერამიკა, თექა და ნოხების ქსოვა, ჩურჩხელისა და ყველის დამზადება და ..), თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია და სასაწყობე-სამეურნეო ფართები და .. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ პროექტს არ ექნება სუპერ- ან ჰიპერმარკეტის სახე, იგი დაყოფილი იქნება მცირე ზომის კეთილმოწყობილ და აღჭურვილ სივრცეებად. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, სრულფასოვნად წარმოვაჩინოთ და პოპულარიზაცია გავუკეთოთ ქართული კულტურის, სოფლის მეურნეობის, კულინარიისა და სხვა მნიშვნელოვანი დარგების საუკეთესო ნიმუშებს ერთ სივრცეში“, - აღნიშნა თამარ მესარკიშვილმა.

 

 

პროექტის ფარგლებში ობიექტზე პირდაპირ 1000–მდე ადამიანი დასაქმდება, ესენი იქნებიან მეწარმე, გლეხი, ფერმერი, კულინარი და სხვა ბევრი პროფესიის წარმომადგენელი, თუმცა ირიბად, როგორც დედაქალაქში, ასევე სოფლად პროექტში 3000–მდე ადამიანი ჩაერთვება, რადგან როგორც თამარ მესარკიშვილი ამბობს, პროდუქტზე მოთხოვნა ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ფერმერს და გლეხს არსებული წარმოების გაფართოების საშუალებას მისცემს.

 

 

რაც შეეხება დამატებით სერვისებს, თამარ მესარკიშილი ამბობს, რომ ობიექტის ტერიტორიაზე იქნება კულინარიული სკოლა „ბაზარი გასტრო სკოლა “ (Bazari Gastro School), რომელიც ქართველ და უცხოელ შეფებს საშუალებას მისცემს, წარმოაჩინონ სხვადასხვა კერძები. ტურისტებს საშუალება მიეცემათ, რომ ქართული კერძების მომზადებაში თავად მიიღონ მონაწილეობა და დაესწრონ მასტერკლასებს. ქართველი სტუმრები შეძლებენ, რომ კულინარიული სკოლის სივრცე წინასწარ დაჯავშნონ და მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად დრო საინტერესოდ გაატარო, და უცხოელი შეფების ,მონაწილეობით დრო საინტერესოდ გაატარონ. „ბაზარი ორბელიანზე“ ტერიტორიაზე იქნება ლაბორატორია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სურსათის უვნებლობას შეამოწმებს.

 

 

როგორც  თამარ მესარკიშვილი ამბობს,  მომავალში შესაძლებელი იქნება აღნიშნული კონცეფციის ადაპტირება და სხვა ბაზრებზე მორგება, როგორც თბილისის, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს და მიმზიდველს გახდის აღნიშნულ სფეროს;

 


„ბაზარი ორბელიანზე“ მთლიანად ადგილობრივი ინვესტიციით არის დაფინანსებული და მისი დამფუძნებლებიც ქართველები არიან.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up