თურქული წარმოების Bayraktar AKINCI-ის დარტყმის უპილოტო საფრენმა აპარატმა (UAV) ტესტირების ფარგლებში, წარმატებით გაუშვა ASELSAN-ის მიერ შემუშავებული LGK-82 ლაზერული მართვადი რაკეტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
უპილოტო საფრენი აპარატი 1-ელ ივლისს აფრინდა კორლუს ავიაბაზიდან და ლაზერით მართვადი რაკეტა 30000 ფუტის სიმაღლეზე გაუშვა. მან ზუსტად დაარტყა იმიტირებული მტრის სამიზნეს.
ამ ტიპის საბრძოლო მასალას აქამდე პილოტირებული თვითმფრინავები იყენებდნენ, თუმცა ამჯერად უპილოტო საფრენ აპარატზე პირველად გამოსცადეს.