ბახვი ჰესი 3 პიკური სიმძლავრით ამუშავდა

ბახვი ჰესი 3 პიკური სიმძლავრით ამუშავდა

person access_time2016-02-19 15:00:38

ბახვი 3 ჰესი პიკური სიმძლავრით ამუშავდა . სილქროუდ ჯგუფში, რომელიც ჰესის მფლობელია აცხადებენ, რომ 2016 წლის 17 თებერვალს წყლის მოდინებაზე მომუშავე  ბახვი 3 ჰესი პიკურ სიმძლავრეზე გავიდა და ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების ფონზე ამჟამადაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ჰესის  მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი სრული მოცულობით მიეწოდება საქართველოში არსებულ მყიდველს ადგილობრივი მოხმარების მიზნებისთვის, ხოლო ზაფხულის თვეებში იგეგმება ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში ახალციხე-ბორჩხას 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით.


მათივე თქმით, 10 მგვტ დადგმული სიმძლავრის ბახვი 3 ჰესი სილქროუდ ჯგუფისა და ყახაზური წარმოშობის ინვესტორების ერთობლივ საპილოტო პროექტს წარმოადგენს საქართველოს  ელექტროენერგეტიკაში. მრავალი ტექნიკური სიძნელის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო და 2015 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ჰესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 


სილქროუდ ჯგუფი გეგმავს უფრო დიდი სიმძლავრეების განვითარებას საქართველოში და ამ მიზნით ამუშავებს ახალ პროექტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში შეუდგება.

 

ბახვი 3 ჰესში დასაქმებულია 30-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

 



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up