ბახტაძე: დღეს ნატოსთან თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა

ბახტაძე: დღეს ნატოსთან თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა

access_time2019-09-02 13:04:08

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმართულებები შეაჯამა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.


სხვა საკითხებთან ერთად ბახტაძემ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებსა და ნატოსთან დაკავშირებული საქმიანობაზე ისაუბრა, მანვე თქვა, რომ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.


დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთგული მეგობარი და პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდით. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ადმინისტრაციის პირობებში და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად.



უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტები შემდეგი წლების განმავლობაში.


აშშ-სთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის სამი უმთავრესი პრიორიტეტი:


ორივე პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა;



ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში;


ეკონომიკური თანამშრომლობა.




ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით. ამისთვის საჭიროა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს ინიციატივა ასახულია კონგრესის დოკუმენტშიც (Georgia Support Act).


პარალელურად, ვანვითარებთ და ვაღრმავებთ ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
დღეს ნატო - საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.
ამაზე მეტყველებს:


გაზრდილი საერთო სამხედრო წვრთნების ინტენსივობა;



პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნატო - საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება მოხდა სრულად ქართველი სამხედროების მიერ. ეს არის საქართველოს აღიარება, როგორც ნატოს ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა;
საქართველოს ჩართულობა და როლი ნატოს ოპერაციებში;


კონცეფცია − „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“;


ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა.


ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ იყო, რომ წარმოუდგენელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს ჰქონდეს მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევა, რომ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს, როგორც უმთავრეს პრიორიტეტს.


ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები.


გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:


ტოტალური თავდაცვის კონცეფცია;


სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემური რეფორმა;


სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება (მათ შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბინათმშენებლობის პროექტი),- წერს მამუკა ბახტაძე თავის Facebook გვერდზე.


პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების გუშინ, პირველ სექტემბრის სხდომაზე განხილულ სამთავრობო ცვლილებებზე დღეს, 15:00 საათზე ისაუბრებს. ამის შესახებ ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს.


რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს - რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვთაც, პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.


ასევე, სხვა ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.


თეგები:
ბახტაძე



„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up