“დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში. საინტერესო საუბარი შედგა ბლოკჩეინის მზარდ როლზე. ვისაუბრე საქართველოს გამოცდილებაზე, როგორც პირველი ქვეყნის, რომელმაც ბლოკჩეინი წარადგინა საჯარო სერვისებში და განათლების საპილოტე პროგრამაზე. ”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. კერძოდ, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას იღებს ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც 100-ზე მეტი ცნობილი ეკონომისტი; სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები; ბანკირები და ინვესტორები ესწრებიან. ფორუმში მონაწილე ინვესტორები 150 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური მართვის ქვეშ მყოფი აქტივებით არიან წარმოდგენილი.