ბახტაძე ჭიაბერაშვილს: რკინიგზის კომპანია, რომელსაც თქვენი მეგობარი კეზერაშვილი ფლობდა, დაუბრუნდა რკინიგზას

ბახტაძე ჭიაბერაშვილს: რკინიგზის კომპანია, რომელსაც თქვენი მეგობარი კეზერაშვილი ფლობდა, დაუბრუნდა რკინიგზას

access_time2018-06-20 22:13:09

რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია “ატალოსი”, რომელსაც ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მე ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს, ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე. ჩვენ ვართ ფოკუსირებული მომავალზე და ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. მაგრამ, საოცარია ის, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას ამბობს მთავრობა, რომლისთვისაც მომგებიანია იმ 9 წელზე აპელირება, ამას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საურობთ. რკინიგზის მომგებიანობა-არმომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც გაქვთ და ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - კომპანია ატალოსი, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მესმის, რომ ის 30-მილიონიანი დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ, ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



ipress.ge




2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...


მსგავსი სიახლეები

up