ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

access_time2020-06-30 15:45:49

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, გურია, რომელიც „მწვანე რეგიონის“ სტატუსს ინარჩუნებს ტურისტების მისაღებად ემზადება. ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ბახმაროში, სადაც დამსვენებლების კომფორტული გარემოს შესაქმნელად ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.


დაბაში ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი რომლის ღირებულებაც 2 849 000 ლარს შეადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.


მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.



" ბახმარო არის მარგალიტი კურორტებს შორის, თუმცა წლების განმავლობაში სამწუხაროდ დაგროვდა პრობლემებიც. ეხლა საუკუნის პრობლემა გვარდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბახმაროს, მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ექნება მაღალი ხარისხის ელექტროენერგია და წყალი. რაც მთავარია შედგენილი გენგეგმის მიხედვით მოხდება ბახმაროს განვითარება, რათა არ დაიკარგოს ის სილამაზე და უნიკალური ბუნება რომელიც აქ არის“- განაცხადა სოზარ სუბარმა.


„ კურორტზე დამსვენებლებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, მათ შორის ხდება გამრიცხველიანება. ინტენსიურად მიმდინარეობს კურორტის დასუფთავება. პროცესში ჩართულია მერიის სხვადასხვა სამსახურები, რათა დამსვენებლებს ბახმარო მომზადებული დახვდეს. ასევე, იგეგმება ცენტრალური სკვერის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება“- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.


როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, ბახმაროში 9 მილიონი ლარის სამუშაოები სრულდება, აქედან ელექტრომომარაგების პროექტში გასულ წელს 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. მნშივნელოვანია, რომ აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.


imedinews.ge


თეგები:
ბახმარო



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up