ბახმაროში დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. როგორც imedinews-ს ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს სადგომზე ერთი ვერტმფრენი იდგა, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის და ტურისტებს ემსახურება.
„დღეს დილით დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. ვერტმფრენი, რომელიც სადგომზე იყო გაჩერებული, დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ახლა ბახმაროში თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს“, - განაცხადა კუჭავამ.