ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,4 მლნ ლარია.
პარკში მოეწყობა საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, გაკეთდება საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნები თავისი ინფრასტრუქტურით, ფანჩატური, საფეხმავლო ტროტუარი და ბილიკები.
ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე სკამები და ნაგვის ურნები, მოეწყობა დეკორატიული ღობე და გარე განათება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 7 სექტემბერია.