ბახმარო 4 სეზონზე გათვლილი კურორტი გახდება

ბახმარო 4 სეზონზე გათვლილი კურორტი გახდება

access_time2016-09-27 19:00:52

ბახმაროს მთელი წლის კურორტად გადაკეთებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.


როგორც "ფორტუნას" გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განუცხადა, კურორტის გაზიფიცირება უკვე დასრულებულია.


სალუქვაძის თქმით, უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმას შეადგენს.


"გაზიფიცირების პროექტი დასრულებულია. ასევე იყო გამოცხადებული კონკურსი და გამოვლენილია კომპანია, რომელიც ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმას გააკეთებს. ბახმაროში უნდა მოეწყოს გზები, წყალშემკრებები, ქუჩები და ა.შ.


საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს გზის სირთულეებიდან გამომდინარე მისი მოწყობა. უხვთოვლიანობის შემთხვევაში განვლადი რომ იყოს გზა. ამ ეტაპზე, სანამ თოვლი მოვა მასშტაბურად ხორციელდება ყველა ის წინასაპროექტო და საპროექტო ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ დასახა", - განაცხადა გია სალუქვაძემ.


თუკი გეგმა მართლაც განხორციელდება და ბახმარო, როგორც კურორტი ერთის ნაცვლად 4 სეზონი იფუნქციონირებს, კურორტზე არსებული ხის კოტეჯები, კაპიტალური შენობებით ჩანაცვლდება.

გია სალუქვაძის განცხადებით, კოტეჯებამდე გაზის, წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და კანალიზაციის მიყვანას პროექტის ხარჯები უზრუნველყოფს, თუმცა კოტეჯების რეაბილიტაციასა თუ შეცვლას, კერძო მესაკუთრეები სურვილისამებრ შეძლებენ.



გურიის გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი ტურისტული და სპორტული პოტენციალი გააჩნია.


მისი თქმით, კურორტზე სასტუმროების მშენებლობით და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, შვეიცარიელები არიან დაინტერესებულები.


"ჩვენთან არსებული სათხილამურო ტრასები გუდაურსა და კოხტაზე თოვლისგან არ არის განებივრებული და ძირითადად ხელოვნური თოვლია. სტატისტიკას თუ დავაკვირდებით და ასევე ავსტრიული კომპანიის კვლევას, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ბახმაროში 7-8 თვის განმავლობაში მუდმივად თოვლია.


წელს 60-მდე მოთხილამურე ჩამოდის, იქირავეს კოტეჯები, ჩამოჰყავთ სპეციალური ტექნიკა და მთელი ზამთრის განმავლობაში, სათხილამურო ტრასების შესწავლის მიზნით, გარემოს დააკვირდებიან. მათ აქვთ სურვილი, სასტუმროებისა და ტურისტული ნაგებობების აშენებაში მონაწილეობა მიიღონ", - განაცხადა სალუქვაძემ.


ამ ეტაპზე კურორტზე ივლისიდან აგვისტომდე ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს.


ბახმაროში მთისა და ზღვის ჰაერი შერწმულია ერთმანეთში რაც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე არსებული კურორტის უნიკალურობას განაპირობებს.


ბახმაროში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების მიზნით, სათხილამურო ტრასის მშენებლობა ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო.


შემდეგ, იგივე ინიციატივა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის ზამთარში გააჟღერა.


ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე 2016 წლის 18 მარტს მთავრობის შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა.

 



სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up