„ბავშვთა სამყაროს“ ზარალის ანაზღაურების პროცესი ჯერ არ დაწყებულა – "ველოდებით დასკვნას"

„ბავშვთა სამყაროს“ ზარალის ანაზღაურების პროცესი ჯერ არ დაწყებულა – "ველოდებით დასკვნას"

access_time2017-03-14 11:50:13

„ბავშვთა სამყაროს" ზარალის ანაზღაურების პროცესი სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამის შესახებ "კომერსანტთან" საუბრისას ობიექტის კომერციულმა დირექტორმა ელგუჯა ცინცაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქონება სადაზღვევო კომპანია „ალდაგშია" დაზღვეული, თუმცა ზარალი იქამდე ვერ ანაზღაურდება, სანამ გამოძიების და სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები არ გახდება ცნობილი.


„დასკვნები სავარაუდოდ, მალე იქნება"-აცხადებს ცინცაძე.

 

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია "ალდაგს", მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით ახალი არაფერია, რადგან კომპანია გამოძიების დასკვნას ელოდება. "ზარალის ანაზღაურება  გამოძიების დასვნის დადების შემდეგ დაიწყება. მისი დასრულება კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული"-აცხადებენ კომპანიაში. მათივე განმარტებით,"ბავშვთა სამყარო" "ალდაგში" 2 წელია დაზღვეულია. 


შეგახსენებთ, "ბავშვთა სამყარო" 6 მილიონ ლარადაა დაზღვეული. ამის შესახებ "კომერსანტთან" საუბრისას ელგუჯა ცინცაძემ 2017 წლის იანვარში განაცხადა.


რაც შეეხება შენობაში არსებულ საქონელს, ცინცაძე მაშინ განმარტავდა, რომ "ბავშვთა სამყაროს" ჰყავდა მეიჯარეები,რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. ცინცაძე აცხადებდა, რომ მისთვის უცნობია რამდენად ჰქონდათ მოიჯარეებს საქონელი დაზღვეული. „ეს ინდივიდუალურია, შეიძლება ჰქონდათ შეიძლება არა"-აცხადებდა ცინცაძე.




შეგახსენებთ რომ 2017 წლის 30 იანვრის გამთენიისას, ვაგზლის მოედანზე "ბავშვთა სამყაროსა" და ოქროს ბირჟას ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი. განადგურებულია სავაჭრო ობიექტები. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე
access_time2020-04-07 10:00:59
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...


მსგავსი სიახლეები

up