თბილისის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას სანახევროდ ასრულებს-„ბავშვთა სამყაროს“ დაზრალებულები დახმარებას ელოდებიან

თბილისის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას სანახევროდ ასრულებს-„ბავშვთა სამყაროს“ დაზრალებულები დახმარებას ელოდებიან

access_time2019-11-26 12:10:11

მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებმა მერიასა და საკრებულოს სასამართლო დავა ორივე ინსტაციაში მოუგეს, დაზარალებულების ნაწილი, როგორც ამას თავად ამბობს,   შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.  დაზარალებულების ნაწილმა  დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა საერთოდ ვერ მიიღო.


სააპელაციო სასამართლომ მერიასა და საკრებულოს „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის 3 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა დააკისრა. საუბარია, 32 ადამიანზე, რომელთაც სავაჭრო ობიექტის ხანძრის შემდეგ მერიისგან ერთჯერადი დახმარება არ მიუღიათ.

 

როგორც „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები  დაზარალებულთა დისკრიმინაციას ცდილობენ . მაშინ როდესაც, ორივე ინსტაციის სასამართლომ დაზარალებული მოვაჭრეების პოზიცია გაიზიარა და უწყებებს თანხის გადახდა დაავალა.


 

„მე ვაწარმოებდი დავას სასამართლოში, ხანძრიდან 2 თვეში დიდი აქციების შემდეგ დაზარალებულების ნაწილზე  თბილისის მერიამ და საკრებულომ  3 000 ლარის ოდენობით დახმარება გასცეს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ  ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის დახმარება. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულებიდან 32  ადამიანი გამონაკლისი აღმოჩნდა.  სასამართლოში გავასაჩივრებამდე,  მერიასა და საკრებულოს მივწერეთ, რომ დაეკმაყოფილებინათ ის 32 დაზარალებულიც, რომელიც არ ვიცი რა პრინციპით, მაგრამ გამოარჩიეს. წერილზე პასუხი არ გაგვცეს, თანხის გაცემიდან, დადგენილ ვადაში გავასაჩივრეთ სასამართლოში. ცალსახად დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი და მოვითხოვეთ, ეს ადამიანებიც დაკმაყოფილებულიყვნენ ერთჯერადი დახმარებით. სასამართლოს პირველ ინსტაციაში დავა სრულად მოვიგეთ, რაც გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც ასევე სრულად მოვიგეთ.“_აცხადებს ადვოკატი მარიკა არევაძე.



ადვოკარი  იმასაც არ გამორიცხავს, რომ მიუხედავად მოგებული საქმისა, მერიამ და საკრებულომ ნებაყოფლობით არ გასცეს დარჩენილ დაზარალებულებზე ფულადი დახმარება,რის შემდეგაც იძულებული გახდება  თანხა სააღსრულებლო ბიუროს დახმარებით ამოიღოს.


დაზარალებულების ადვოკატი „კომერსანტს“ იმ კომპენსაციაზეც ესაუბრა, რომელსაც მოვაჭრეები სახელმწიფოსგან ითხოვენ.


ცალკე დავა გვაქვს კომპესაციაზე. უშუალოდ „ბავშვთა სამყაროს“ და სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ,  ამ ეტაპზე განაჩენი ჩვენს სასარგებლოდ არ არის გამოტანილი. პროკურატურასთან გვაქვს პირდაპირი კავშირი და ვიცით, რომ  განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, პარალელურად, ჩვენც  შეგვაქვს დღეს  საჩივარი და ველოდებით, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება “_აცხადებს მარიკა არევაძე.


შეგახსენებთ, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. ამ საქმეზე ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187ე მუხლით აღიძრა, რაც  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი  კვლავ უცნობია.


ნათია ლომიძე




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up