ბავშვების გარდაცვალება და შეზღუდვები არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის – მსოფლიო დელტა-ვარიანტს ებრძვის

ბავშვების გარდაცვალება და შეზღუდვები არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის – მსოფლიო დელტა-ვარიანტს ებრძვის

access_time2021-07-26 20:30:49

Covid-ინფექცია მთელ მსოფლიოში აქტიურ გავრცელებას განაგრძობს. ბოლო ორ თვეში მისი გავრცელების ტემპები დელტა-ვარიანტის გააქტიურებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპების ფონზე გაიზარდა.


ბლუმბერგისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოში 3,73 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდონეზიაში, დიდ ბრინატეთში, ინდოეთსა და ესპანეთში.


აშშ-ში დაინფიცირების სტატისტიკამ წინა კვირასთან შედარებით 62%-ით მოიმატა, თუმცა სიკვდილიანობა იქ, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში, ვაქცინაციის მაღალი ტემპების გამო, ისევ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.


ამ ფონზე კი კოვიდით გარდაცვალების მონაცემები მზარდია ინდოეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში.


ინდოეთში ორშაბათს ინფიცირების 39 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 416 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში 435 მილიონი დოზა ვაქცინა შეიტანეს, თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია სრულად აცრილი. ონლაინ-პლატფორმის LocalCircles-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აგვისტო-სექტემბერში ინდოელების 28% მოგზაურობას აპირებს, რაც ინფექციის ახალი ტალღის საშიშროებას ქმნის.


ტესტირებისა და ვაქცინაციის გააქტიურების შედეგად, ინდონეზიის დედაქალაქში კოვიდინფექციისგან გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.


ჯაკარტაში ჩატარებული კვლევის თანახმად, 1,9 მილიონი სრულად ვაქცინირებული მოსახლიდან მხოლოდ 4 გარდაიცვალა.



თუმცა ინდონეზიის მასშტაბით Covid-ით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება და ბოლო ერთ კვირაში იქ ასობით ბავშვი გარდაიცვალა, მათ შორის ბევრი 5 წლამდე ასაკისაა.


New York Times-ი, ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვების გარდაცვალების ფაქტები ეჭვქვეშ აყენებს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მოზარდები, ზრდასრულებთან შედარებით, უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან.


გამოცემის ინფორმაციით, ბავშვთა სიკვდილიანობა შეესაბამება დელტა-ვარიანტის გავრცელების მასშტაბებს და ეს აფეთქება ინდონეზიას პანდემიის ახალ ეპიცენტრად აქცევს.


შექმნილი ვითარების გამო, ინდონეზია აპირებს, უკვე მოქმედი უმკაცრესი ზომები კიდევ ერთი კვირით, 2 აგვისტომდე გაახანგრძლივოს, რადგან თითქმის ერთთვიანი შეზღუდვების შემდეგ ინფიცირების სტატისტიკა ისევ მაღალია.


აშშ Covid-19-ის ახალ ტალღასთან ბრძოლაში არასწორი მიმართულებით მოძრაობს და შესაძლოა, განმეორებითი ვაქცინაცია გახდეს საჭირო, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის. ამის შესახებ ინფექციური დაავადებების საკითხებში ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.


მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ არაა სრულად ვაქცინირებული. მოდელირებული მონაცემებით, აშშ ყოველდღიური სიკვდილიანობის ცუდი სცენარის წინაშე აღმოჩნდება, რაც დღეში 4 ათას დაღუპულს გულისხმობს.


„არ ვარ დარწმუნებული, რომ ესაა ყველაზე ცუდი სცენარი, თუმცა ეს არ იქნება კარგი,“ – განაცხადა ფაუჩიმ CNN-ზე გამოსვლისას და დაამატა, რომ „ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ.“


დელტა-ვარიანტის გავრცელების ფონზე, გერმანიის მაღალი რანგის პოლიტიკოსების ნაწილი გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები არავაქცინირებული ადამიანებისთვის. ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასაც კი ითხოვს.


არსებული ინიციატივით, არავაქცინირებულ მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ რესტორნებში, კინოთეატრებსა და სტადიონებზე სიარული. ამის შესახებ ანგელა მერკელის კანცელარიის აპარატის ხელმძღვანელმა ხელგე ბრაუნმა განაცხადა.


მისი განმარტებით, ეს რეგულაციები შესაძლოა, ტესტებისგან დამოუკიდებლად შემოიღონ.


jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up