ბავარიაში სუპერმარკეტების, ლუდის ბარების, რესტორნების გახსნას იწყებენ

ბავარიაში სუპერმარკეტების, ლუდის ბარების, რესტორნების გახსნას იწყებენ

access_time2020-05-05 23:50:49

სამხრეთ გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მაისის განმავლობაში სუპერმარკეტებს, ლუდის ბარებსა და რესტორნებს გახსნიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან, შეზღუდვების მოხსნის მიზეზი ტურიზმის განვითარებაა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სავალდებულო იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.

 

აღსანიშნავია,რომ ბავარიის რეგიონში 4 მაისიდან რელიგიური მსახურების ჩატარება გარკვეული პირობების დაცვით ნებადართული გახდა. როგორც ბავარიის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რელიგიურ ობიექტებში სოციალური დისტანცირებისა და პირბადეების ტარების წესი უნდა შესრულდეს. ასევე, დაწესებული იქნება რელიგიურ ობიექტში ყოფნის დრლოის ლიმიტი, რაც 60 წუთს შეადგენს.

 


ბოლო მონაცემებით, გერმენიაში კოვიდინფიცირების 166 ათასი შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 128 ათასი პაციენტი, 6 993 კი გარდაიცვალა.

 

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 250 ათასს გადაცდა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

 

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღმდე მსოფლიოში კორონავირუსს 250 134 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსით 3 571 615 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 145 407 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (68.4 ათასი) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (29 ათასი), მესამეზე კი - დიდი ბრიტანეთი (28.8 ათასი).

 

IMEDINEWS.GE


თეგები:
ბავარია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up