„ბატუტი არ წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს“ - სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტო

„ბატუტი არ წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს“ - სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტო

access_time2023-03-24 19:30:27

12 მარტს ბათუმის ბულვარში ძლიერი ქარის გამო გადაყირავებულმა ბატუტმა 9 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. მძიმედ დაშავებულ მის 3 წლის ძმას კი სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა დასჭირდა.

 

ვის ევალება საქართველოში არსებული ატრაქციონების უსაფრთხოების კონტროლი. არსებული კანონმდებლობით მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, მათ შორის ატრაქციონების ინსპექტირება სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტოს მოვალეობაა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა კონკრეტულად რომელი ატრაქციონები იგულისხმება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად.

 

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ატრაქციონი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს სანახაობრივ - გასართობად განკუთვნილ დროებით ან მუდმივად დამონტაჟებულ 0,3 მ/წმ და მეტი სიჩქარის უწყვეტად მოძრავი (როდესაც მოძრავ გონდოლაში ჩასხდომისათვის საჭიროა მგზავრის თანმხვედრი მოძრაობა) ან 1,5 მ/წმ და მეტი სიჩქარის მქონე ელექტრომექანიკურ მოწყობილობას ან/და კონსტრუქციას ადამიანთა გადასაადგილებლად, რომელსაც გააჩნია 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან 3,5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმიანი ან/და კონსოლიანი რთული საინჟინრო სივრცითი ნაგებობა, ბატუტი არ წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს და არ განეკუთვნება სააგენტოს საზედამხედველო ობიექტს,“- ნათქვამია სააგენტოდან „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

 


რა პერიოდულობით მოწმდება სხვა ატრაქციონები?

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ატრაქციონის გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს. ატრაქციონის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

 

დადგენილი პერიოდულობის გარდა, ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააგენტო ტექნიკური ინსპექტირებას ახორციელებს საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ფორსმაჟორის, ავარიის შემთხვევაში, უბედური შემთხვევის დროს და სხვა.

 

სააგენტოს ცნობით,  2022 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა ორ ატრაქციონზე, რომელიც დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილია.

 

რაც შეეხება კვლავ ბატუტის თემას, როგორც „კომერსანტს“ ბათუმის ბულვარის წარმომადგენელმა განუცხადა, ბულვარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს ბატუტის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დაცვის კონტროლი. აღნიშნული  წესებისა და ნორმების დაცვა, ასევე მონიტორინგი, ობიექტების მესაკუთრის ვალდებულებაა.

 

მომხდარი შემთხვევის შემდეგ დარგის სპეციალისტებმა დაიწყეს  მსჯელობა იმაზეც, ხომ არ არის საჭირო რომ გაიზარდოს ობიექტების ნუსხა, რომელსაც ტექნიკური შემოწმება შეეხება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up