,,ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დირექტორმა გარემოს დაცვის სამინისტროს ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა
ბათუმში ,,ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. აღნიშნული უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის 2021 წლის 29 სექტემბერს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.
ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტის სკრინინგის განცხადება იხილეთ ბმულზე.