აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 47%-ით, 1,566 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 48%-ით 66 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი 70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების პრემიუმ სეგმენტში და 259 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში 59% და 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 822 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსრიდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 707 აშშ დოლარს გაუტოლდა.
წყარო: gbc.ge