„ბათუმში უძრავი ქონების ქირის ფასი რეკორდულად გაიზარდა და 2022 წლის პირველი ნახევარის მდგომარეობით, ბაზარი სრულად გამოჯანმრთელდა პანდემიისგან“ — ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ახალ კვლევაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ტურიზმისა და მიგრაციის მძლავრი აღდგენითაა განპირობებული ქირის ფასის და ბინებზე მოთხოვნის ზრდა, შესაბამისად, ქირის შემოსავლიანობა რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2022 წელს საცხოვრებელი ფართის ტრანზაქციები 36%–ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავია როგორც 2019 წელთან, ასევე 2020 წელთან შედარებით. ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა 729$ შეადგინა ერთ კვადრატულ მეტრზე.
„2021 წელს საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ნებართვის გაცემა ყველაზე დაბალი მაჩვენებელზე იყო 2013 წლის შემდეგ.
2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ველით, რომ ტრანზაქციების რაოდენობა და გასაყიდი ფასები შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს“, — აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის ინფორმაციაში.