ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის გაგრძელება იგეგმება

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის გაგრძელება იგეგმება

access_time2016-11-16 17:30:00

ბათუმში „ტრამპ თაუერის" პროექტი გაგრძელდება. 6-წლიანი კონსერვაციის შემდეგ „სილქ როუდ ჯგუფი", რომელიც მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლის - „ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზიის მფლობელია, ამბიციური პროექტის გაგრძელების გეგმაზე ალაპარაკდა. რას უკავშირებს კომპანია მასშტაბური პროექტის განხორციელების შეჩერებას და რა გეგმები აქვს „ტრამპ თაუერთან" მიმართებაში სამომავლოდ, „ინტერპრესნიუსი" „სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების ხელმძღვანელ გიორგი მარის ესაუბრა...

 

 


- ბატონო გიორგი, საინტერესოა, ჰქონდა თუ არა „სილქ როუდ ჯგუფს" კონტაქტი ტრამპის კორპორაციასთან მას შემდეგ, რაც აშშ-ში არჩევნები ჩატარდა ?

 

 


- კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს" ჰქონდა პატივი მიელოცა ტრამპის ორგანიზაციისთვის და მთელი მისი ოჯახისთვის არჩევნებში გამარჯვება. ‘'სილქ როუდ ჯგუფი'' დარწმუნებულია, რომ ბატონი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ და საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებენ ეკონომიკურ, საქმიან და კულტურულ ურთიერთობებს.

 

 

- როგორ გაჩნდა „ტრამპ თაუერის" იდეა და რატომ შეფერხდა მისი განხორციელება ?

 


- პროექტის იდეა დაიბადა 2010 წელს, ნიუ იორკში ‘'სილქ როუდ ჯგუფის‘' ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომლის შედეგად მხარეებმა მოილაპარაკეს ტრამპის ბრენდით ერთობლივი პროექტების განვითარებაზე საქართველოში. „ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს" 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. სალიცენზიო ხელშეკრულებას ტრამპის ორგანიზაციის მხრიდან პირადად ბატონმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი, „სილქ როუდ ჯგუფის" მხრიდან კი კომპანისს დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.


 

 

„ტრამპ თაუერს" ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას" ტერიტორიაზე გადაწყდა. „ბათუმი-რივიერას" გენერალური განვითარების გეგმა 2011 წელს დასრულდა. გეგმა გულისხმობს ‘'სილქ როუდ ჯგუფის'' კუთვნილი 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანებას, პლაჟების კეთილმოწყობას და მიმდებარე ნავსაყუდელის თანამედროვე სტანდარტების იახტ-კლუბად რეკონსტრუქციას. ბათუმი-რივიერას განვითარების გენერალური გეგმის ცენტრალური ნაწილია მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლის - „ტრამპ თაუერის" აშენება.

 

 

2012 წლის აპრილში, ‘'სილქ როუდ ჯგუფის'' ოფიციალური მოწვევით ბატონი ტრამპი იმყოფებოდა საქართველოში. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა „ტრამპ თაუერ ბათუმის" პროექტისადმი დონალდ ტრამპის მხრიდან. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე „ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება შეჩერდა, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე რეგიონში არ მიდიოდა სასურველი ტემპით და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ‘'სილქ როუდ ჯგუფი'' წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობებს აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან - არ მოხდა პროექტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო და ამ კონფიგურაციით იყო წარდგენილი ინვესტორებთან როგორც ნიუ იორკში, ასევე ბათუმში. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გადაიდო პროექტი.

 

 

- რა მომავალი აქვს ამ პროექტს და იგეგმება თუ არა მისი განხორციელება და რა სახით ?



- როგორც ხედავთ, 6 წლიანი სტაბილური ურთიერთობები გვაქვს ტრამპის ორგანიზაციასთან. ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით სიტუაციას . უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ამიტომ ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას.

 

 

სწორედ ეს განწყობა გვაძლევს საფუძველს, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრი განვახორციელოთ და „ტრამპ თაუერი" ბათუმში ავაშენოთ. რასაკვირველია, წარმატებული თანამშრომლობა არის საწინდარი იმისა, რომ ვიმუშაოთ არა ერთ სხვა იდეასა თუ პროექტზე ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად, როგორიც ტრამპ ორგანიზაციაა.

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ „სილქ როუდ ჯგუფი" და სილქ როუდ ტრანსათლანთიქ ალიანსი" აგრძელებენ აქტიურ მუშაობას საქართველოს და ამერიკას შორის ეკონომიკური, საქმიანი და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის.

 

 

BPN.GE

 



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up