ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ იმართება

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ იმართება

access_time2019-10-13 17:15:07

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. სტუმრები ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში მოგზაურობენ. ევროპის მოედანზე წარმოდგენილია აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მისთვის დამახასიათებელი კერძებით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით. ღონისძიება ცეკვა „განდაგანით“ გაიხსნა, კონცერტში ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობენ.


იგეგმება ქორეოგრაფიული და კულინარიული მასტერკლასები, ასევე ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, თუთუნის დაჭრა და ყურძნის დაწურვა, პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი ხვალ დაიხურება.





რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...


მსგავსი სიახლეები

up