ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დასრულდა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე გადამოწმდა 26 საჯარო და 15 კერძო სკოლა.
როგორც შემოწმების შედეგებიდან ირკვევა, 8 შემთხვევაში განათების კოეფიციენტის ნორმებიდან გადახრის ფაქტი გამოვლინდა; 2 ობიექტზე კი სანიტარიულ კვანძებში დასამონტაჟებელია თხევადი საპნის სანიტაიზერი.
შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.