ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დღეიდან გაიხსნება. კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება. კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
კინოფესტივალის პროგრამაში 35 სრულმეტრაჟიანი და 30 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმებია წარმოდგენილი.
მათზე დასწრება მხოლოდ რეგულაციების დაცვისთ იქნება შესაძლებელი.