ბათუმში „რივიერას“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა ჩაბეტონებას - ნუ მპარავ მზეს“ გაიმართა.
მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ორგანიზებით გამართულ ღონისზიებაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისტორიულ ტერიტორიაზე პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება. ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ და პროექტის შეჩერებას ითხოვენ.
„რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე დაამტკიცა. „რივიერას“ პროექტის ფარგლებში ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა და ბუნებისდამცველები აპროტესტებენ.
Imedinews