ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2019-07-10 16:48:54

,,ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები და ახალი ბულვარის მოწყობა მიმდინარეობს. ეს არის, დაახლოებით, 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ნაწილი გულისხმობს ასევე ბულვარის მოწყობის სამუშაოებს“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაი ცქიტიშვილმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 




ქალაქ ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულებაა 55,609,957 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა.



ბათუმის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთი, დაახლოებით, 2კმ-ის სიგრძეზე განიცდის ძლიერ ეროზიას. ამ მონაკვეთის გასწვრივ გასული წლების განმავლობაში ზღვამ მიიტაცა დამუშავებული მიწები და სახლები. სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების გარეშე სანაპიროს ეროზია გაგრძელდება აეროპორტის მხარეს და ბათუმის სამხრეთით მდებარე სოფელ ადლიაზე.





პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სანაპიროს დაცვის ღონისძიებები მოიცავს დაახლოებით 5.5 კმ-იან სანაპირო ზოლს და ითვალისწინებს 1750 მ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. არსებული ბულვარის აღდგენილ პლაჟთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ცალი 20 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი.




პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკებერში დასრულდება.









ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up