ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

access_time2021-02-05 12:40:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.


პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.



ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის ხილული, განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით. ნაგებობის ფერდის და საფუძველის ზედა ფენა დაფარულია დიდი ზომის 3-7 ტონამდე ფლეთილი ქვებით, რაც უზრუნველყოფს ნაპირის (ბულვარის) საიმედო დაცვას ტალღების ზემოქმედებისაგან.




„ფონდმა დაასრულა ბათუმის ბულვარის აღდგენის, ნაპირსამაგრი სამუშაოების. ძველი ბულვარი ზღვის ზემოქმედებით მთლიანად იყო დაშლილი. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ფაქტობრივად აქ ზღვა უკვე შემოჭრილი იყო ახლა კი ბულვარი სრულად არის აღდგენილი. მოეწყო 1.8 კმ. ქვის დამცავი ბერმა. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშენებელი კომპანია იყო უცხოური კომპანია და მშენებლობა საერთაშორისო კომპანიის ზედამხედველობით ხდებოდა. ყველა პროცედურა აზიის განვითარების ბანკის წესებით და რეგულაციებით განხორციელდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ზღვის ზემოქმედება ვეღარ დააზიანებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არსებობს და, ამავე დროს, იძლევა საშუალებას დამატებითი განვითარებისთვის, დამატებითი ეკონომიკური აქტივობის შესაქმნელად.“- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.



ბათუმის ნაპირდაცვის საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა იტალიურმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,ტექნიტალმა“ საპროექტო გადაწყვეტილებები განხილული იქნა ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რის შემდეგაც პროექტი შეთანხმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. სამშენებლო სამუშაოები კი განახორციელა ტენდერით შერჩეულმა კომპანია ,,Struijk“-მა (ნიდერლანდები).










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up