ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდას მალე „საქართველოს ბანკის“ ბარათების გარდა, უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი სისტემის დანერგვისთვის შესაბამისი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება:
გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება ავტობუსებში უკვე დაწყებულია, რაც შეეხება შესაბამის პროგრამულ ცვლილებას, ის ძალაში შევა ეტაპობრივად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების პარალელურად, მანამდე კი აპარატები არსებული სისტემით იმუშავებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard–ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.