ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში მდებარეობს, დილიდან ხალხმრავლობაა. მრევლი საკვირაო წირვა-ლოცვას თავდაპირველად ეკლესიაში ესწრებოდა, სატელევიზო კამერების გამოჩენის შემდეგ კი მამაომ შეკრებილებს მოუწოდა დისტანცია დაეცვათ და ეზოში გასულიყვნენ. მოწოდების შემდეგ მრევლის ნაწილი ეზოში გადანაწილდა.
რაც შეეხება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს საკვირაო ლოცვა გვიან ღამით ჩატარდა. ინდივიდუალურად მოსული მრევლი აღნიშნავს, რომ სიფრთხილე აუცილებელია.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ითვალისწინებენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და წირვის დროს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით განლაგდება და ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოისმენს ლოცვას.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა.
imedinews