ბათუმში დღეს კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის თურქეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ზაალ მიქელაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაინფიცირებული პაცინეტი უკვე გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„60 წლამდე ქალი საქართველოში თურქეთიდან სარფის გავლით შემოვიდა. მას ადგილზე არ აღენიშნებოდა ცხელება, თუმცა როგორც ყველა ასეთ შემთხვევაში, ისიც გადაიყვანეს კარანტინში და სიმპტომები დაახლოებით 7 დღის შემდეგ გამოუვლინდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მარტო დაბრუნდა და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.„ცხელების ცენტრში" 24 საათი განმავლობაში 36 პაციენტი გამოიკვლიეს და 35 პასუხი იყო უარყოფითი.