ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რისთვისაც 369 000 ლარი უნდა დაიხარჯოს

ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რისთვისაც 369 000 ლარი უნდა დაიხარჯოს

access_time2019-08-26 14:10:02

ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება.


პროგრამას, რომლის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსებისა და ბათუმური ეზოების კოღოებსა და მღრღნელებზე დამუშავება ხდება, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 369 000 ლარია. იგივე პროგრამის ფარგლებში ხდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში.


ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების დამუშავება მღრღნელებზე პროგრამულადაა გათვალისწინებული, 1080 სახლია, თვეში ერთჯერ კეთდება, არის როგორც მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსები, ასევე იტალიური ეზოები, ხდება დერატიზაცია [მღრღნელების განადგურება]. რაც შეეხება კოღოებს, 730 მისამართზე, თვეში ორჯერ ტარდება გეგმიურად შეწამვლა, – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე, სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.



კოღოების შეწამვლის ღონისძიებებს მერია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ახორციელებს, ხოლო მღრღნელების დერატიზაციას – მთელი წლის განმავლობაში. ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, მოსახლეობის შეუძლია მერიას მიმართოს მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ნომერზე – 0422 27 69 13.


ბათუმელები






სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up