ბათუმში „კარფური“ „ვისოლის“ სავაჭრო ცენტრში შევა

ბათუმში „კარფური“ „ვისოლის“ სავაჭრო ცენტრში შევა

access_time2017-03-01 10:00:14

ბათუმში „კარფური" „ვისოლის" სავაჭრო ცენტრში შევა. როგორც „ვისოლ ჯგუფში" „კომერსანტს" განუცხადეს, „MP დეველოპმენტი" „ვისოლ ჯგუფში" შემავალი უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 160-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის კომერციულ უძრავ ქონებას ფლობს. შედეგად, რამდენიმე თვეში ქალაქ ბათუმში გაიხსნება „MP დეველოპმენტის" მორიგი სავაჭრო ცენტრი, სადაც „კარფურთან", „ვენდისთან" და „დანკინ დონატთან" ერთად განთავსდება ბანკის ფილიალი, აფთიაქი, მობილური ტელეკომუნიკაციის კომპანიები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია, აქსესუარების მაღაზიები, წიგნების მაღაზია და სხვა.


„ვისოლ ჯგუფში" აცხადებენ, რომ „MP დეველოპმენტის" სავაჭრო ცენტრი ზომით არის 7.000 კვადრატული მეტრი და ქალაქ ბათუმის ცენტრშია განთავსებული. მათი ინფორამციით, „კარფურთან", როგორც სავაჭრო ცენტრის მთავარ არენდატორთან „ვისოლ ჯგუფმა" მოლაპარაკებები გასული წლის მაისში დაიწყო, რაც წლის ბოლოს შესაბამისი კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა.



რაც შეეხება „ვისოლ ჯგუფში" შემავალ სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც „სმარტის" ბრენდის ქვეშ ოპერირებს, ქ. ბათუმში სმარტის ერთი სუპერმარკეტი უკვე რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს „ვისოლის" ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე. კომპანიის ინფორმაციით, ბათუმში „სმარტის" კიდევ რამოდენიმე სუპერმარკეტი გაიხსნება, რომლებიც განთავსებული იქნებიან „ვისოლის" სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე.


„ეს ეხმიანება იმ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც „ვისოლ ჯგუფმა" გასულ წელს "სმარტთან" დაკავშირებით მიიღო, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას. ამ ეტაპზე, სმარტის სუპერმარკეტების 60%-ზე მეტი ბაზარზე სწორედ საშუალო ზომის სუპერმარკეტებით არის წამროდგენილი"-აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში".


"კომერსანტი"




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up