ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული უცნობი ფოტოების გამოფენა და ეკოტურიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული უცნობი ფოტოების გამოფენა და ეკოტურიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

access_time2019-05-14 08:20:54

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტურიზმის კერძო და საჯარო პირებთან, მოხდა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობა, ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.



“განსაკუთრებით საინტერესოა აჭარის რეგიონისთვის გამოცდილება, რომელიც ვალონიას სოფლად ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, ასევე სერვისის მიწოდებისა და ღონისძიებების მართვის კუთხით გააჩნია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზიტი ბელგიური მხარის მოწვევითა და დაფინანსებით განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ოფიციალური თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ორ რეგიონს- ვალონიასა და აჭარას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ქალაქ ლიეჟში შევხვდით ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელს, რომელმაც სიმენონის უნიკალური ფოტო-არქივის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ფონდი მწერლის მიერ გადაღებული ძველი ბათუმის და ბულვარის უნიკალური ფოტოების მფლობელია, რომელთა მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია,” – აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი.




მისი თქმით, ვალონიაში სოფლად არსებული სასტუმრო სახლები, ველო და საფეხმავლო მარშრუტები წარმოადგენს საუკეთესო ევროპულ მოდელს აჭარაში ტურიზმის აღნიშნული მიმართულებების განვითარებისთვის. ბელგიელ ნობელისტ მწერალ ჟორჟ სიმენონთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის ფოტო არქივის შექმნას, თემატური გამოფენისა და კონფერენციის, ასევე ბათუმთან დაკავშირებული მწერლების ტურისტული მარშრუტის შექმნას და მასში სიმენონის შეყვანას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მოლაპარაკება აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების შესახებ.







არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up