ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

access_time2020-01-28 17:15:35

ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია.


ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება.


ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის კომპანია „ეიერ-მერიდიანსისთვის“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულების გადავადებისა და პირგასამტეხლოს გაუქმების საფუძველი.


როგორც აღმოჩნდა, მშენებლობის გაჭიანურება გამოწვეულია ცნობილ ბრენდებთან მოლაპარაკებით. აუცილებელი გახდა პროექტის სრული რევიზია. გადაიხედა ორივე სასტუმროს ფუნქიონალური დატვირთვა და მოხდა ბიზნესისა და დამსვენებელი ტურისტების სპეციფიკის გამიჯვნა. გამიჯვნის შედეგად, 120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება ბიზნეს სეგმენტი , მოხდა შესაბამის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება (დიდი და პატარა საკონფერენციო დარბაზები, კოვორქინგის სივრცე და ა.შ), მეორე სასტუმრო – 101 ნომერზე გათვლილი ითვალისწინებს დამსვენებელ სეგმენტზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურას (სპა, დახურული აუზი, რესტორანი, საღონისძიებო ტერასა და ა.შ). ცვლილება შევიდა კონსტრუქციულ ნაწილშიც.



კომპლექსი კახაბრის დასახლებაში მოიცავს 220 ნომრიან სასტუმროს, მინიმუმ 600 აპარტამენტს, სამორინეს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრს. 13 000 კვ.მ-ზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, ავტოსადგომი, კვების ობიექტები.


პროექტის განხორციელებაში ინვესტორი მინიმუმ 30 მლნ დოლარის ინვესტირებას და 300 ადამიანის (80% საქართველოს მოქალაქეები) დასაქმებას გეგმავს.


ბათუმში, კახაბრის დასახლებაში 29445 კვმ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ 2,091 მლნ დოლარად 2015 წლის მაისში შეიძინა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.


avianews.ge



თეგები:
Ibis Styles Novotel living



„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up