ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ქალაქის მერიას გადაეცა

ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ქალაქის მერიას გადაეცა

access_time2018-02-20 15:56:15

აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

 

 

როგორც კომერსანტს აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს და იმსჯელეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლების მერიისთვის გადაცემის შესახებ; ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ; ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხზე, რაც მოიცავს, ისტორიული განაშენიანების ურბანული ქსოვილის შენარჩუნებასა და ახალი მშენებლობების სიმაღლეების შეზღუდვას.

 

 

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება. მერიას გადასცემს ამავე ექსკლუზიურ უფლებას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც და პროცესს სრულად ქალაქ ბათუმის მერია გააკონტროლებს.

 

 

„ჩვენი მიზანია გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება ბოლომდე აკონტროლოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, მერიას დასჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება, თუმცა ერთი რამ არის მთავარი - პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჯეოგრაფიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებაზე ისაუბრა. როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.


 

 

დღევანდელ შეხვედრას, მერის ინიციატივით, წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები, ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებული მდგომარეობის ადგილზე დათვალიერება,
შეფასება და განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკვე წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას. კერძოდ, ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან დაკავშირებით განისაზღვრა:

 

 

 

• პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი;

 


• პროექტის შეფასება განხორციელდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი
ვიზუალური სტანდარტით;

 


• მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის
მაცხოვრებლებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up