ბათუმში, გაგარინის ქუჩაზე, 5 საცხოვრებელი სახლი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.
მოსახლეობა ამბობს, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი ღამის გათევას მეზობლებთან აპირებენ.
ადგილობრივების მტკიცებით, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს წყლის ამოტუმბვის მოთხოვნით, თუმცა მათთან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ მივიდნენ.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, უხვმა ნალექმა ბათუმის ქუჩებში პრობლემები შექმნა, რამდენიმე გამოძახების შემდეგ კი მალევე მოახდა რეაგირება.
Mtavari.tv