„იმოგზაურე აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად!“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ერთი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.
მათივე ინფორმაციით, დღესვე, გარდა მრავალფეროვანი აქტივობებისა, ფესტივალზე შეკრებილთა განწყობაზე იზრუნებენ: „კახაბერი და ხანუმები“, ასევე მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე.
ipn.ge