აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმის ლაბორატორიაში კვლევამ საეჭვო შედეგი ერთ პირზე აჩვენა, რის გამოც ანალიზი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში გადაიგზავნა და პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
ეს პაციენტი კლინიკაში კარანტინიდან გუშინ გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია. ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით 5 პაციენტია მოთავსებული. აჭარაში კარანტინში 150 ადამიანია, თვითიზოლაციაში კი 80-ზე მეტი.
„ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნებული სამი მოქალაქიდან ორს გუშინ ვირუსი არ დაუდგინდა. ერთი პირის კვლევის შედეგად საეჭვო პასუხი მიიღო ლაბორატორიამ და დამატებითი კვლევისთვის ლუგარის სათაო ოფისში გადაიგზავნა. მისი ანალიზის პასუხი საღამოს გვეცოდინება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
Imedinews