ბათუმში ეპიდაფეთქების გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა აღარ მუშაობენ, სამსახურის გარეშე დაჩენილები კი სესხებს ვეღარ ფარავენ.
აქციაზე შეკრებილები სამორინეების გახსნას, რესტორნებში მუსიკოსების დაბრუნებას, სესხების გადავადებას, 200-ლარიანი კომპენსაციის გაგრძელებასა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებას ითხოვენ.
„მოვითხოვთ ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. გახდება უფრო ფართომასშტაბიანი. ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვთ განაცხადონ, რომ მხარს უჭერენ კომპენსაციების გაცემას. დაზარალებულებს დღესვე გვჭირდება ეს დახმარება და არა არჩევნების მერე“, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
Imedinews