ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა არ შენდება - რატომ გვატყუებს ხელისუფლება

ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა არ შენდება - რატომ გვატყუებს ხელისუფლება

access_time2019-08-20 17:30:21


ხელისუფლება ხშირად აანონსებს უცხოელ ინვესტორებთან ერთად საქართველოში ამა თუ იმ საწარმოს, ქარხნის თუ სხვა ობიექტების მშენებლობას. ხშირად მშენებლობის დაწყების და დასრულების თარიღებიც სახელდება და მეტი დამაჯერებლობისთვის მემორანდუმის თუ ხელშეკრულების ფოტოებიც ვრცელდება. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ვიგებთ, რომ ამ პროექტის არა თუ მშენებლობაა დაწყებული, რეალური ხელშეკრულებაც კი არ არსებობს. მაღალჩინოსნების ცრუ დაპირებებზე კი პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.


ამის ერთ-ერთი მაგალითია ბათუმის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა.


2018 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდებოდა. 


აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს ჩინეთში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შედგა. ზოგადად, ბათუმის მერია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ კონკრეტული ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, - განმარტეს შარშან  აჭარის მთავრობაში.


მთავრობა იუწყებოდა იმასაც, რომ შემდეგი ეტაპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების აჭარის რეგიონში ჩამოსვლა და დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა.



აჭარის ხელისუფლების ჩინეთიში ვიზიტიდან ერთი წელი გავიდა და  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა პროცესები მიმდინარეობს ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის კუთხით.


როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ,  მოლაპარაკება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, კონკრეტული ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა და ჯერჯერობით არც რამე რეალური ნაბიჯი გადადგმულა.


არადა, როგორც გასულ წელს აჭარის მთავრობაში აცხადებდნენ, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრასპორტირების განვითარების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. 


შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.


მარიამ მორგოშია

 

 





ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...


მსგავსი სიახლეები

up