ბათუმში ბინების გაყიდვები 136%-ით გაიზარდა

ბათუმში ბინების გაყიდვები 136%-ით გაიზარდა

access_time2021-07-16 11:00:23

ბათუმში ბინების გაყიდვებმა, ივნისის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 136%-ით, პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს კი 47%-ით გადააჭარბა. 2019 წლის ივნისში სულ 821 ბინა გაიყიდა, 2020 წლის ივნისში 512, მიმდინარე წლის ივნისში კი 1209. ამის შესახებ ინფორმაციას recov.ge ავრცელებს.


ტრანზაქციებზე უფრო მეტად 194%-ით $53 მლნ-მდე ბაზრის ზომა გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი ანალოგიური 47% იყო 2019 წლის ივნისთან შედარებით. დისბალანსი გასულ წელს უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნამ გამოიწვია, რაც 2021 წელს დაკორექტირდა.


გაყიდული ბინების 89%-ზე მეტი ახლი იყო, 11%-ზე ნაკლები კი მეორადი. გასულ წლებში ახალი ბინების წილი 86%-ს შეადგენდა. ახალი ბინების გაყიდვები 2020-2021 წლებში 145%-ით, 2019-2021 წლებში 54%-ით გაიზარდა, მოერადი ბინების კი შესაბამისად 81%-ითა და 9%-ით.



თანხობრივად ახალი ბინების გაყიდვებისგან მიღებუმა შემოსავალმა 2021 წლის ივნისში $47.1 მლნ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 216%-ით აღემატება, 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს კი 59%-ით. მეორადი ბინების გაყიდვები ბოლო ერთ წელიწადში 87%-ით გაიზარდა, 2019 წლის ივნისთან შედარებით კი, პირიქით, 6.5%-ით შემცირდა.


ფასების მატებისა და ახალი ბინების პოპულარობის გაზრდის მიუხედავად, მოთხოვნა ეკონომ ბინებზე კვლავ ყველაზე მაღალი რჩება. ივნისში გაყიდული ბინებიდან ეკონომ სეგმენტზე 52%-ზე მეტი მოდიოდა, მედიუმი და პრემიუმი კი 24-24 პროცენტს თანაბრად ინაწილებდნენ. გასული წლის ივნისში ეკონომის წილი 65%-ს აჭარბებდა, 2 წლის წინ 58%-ს.


2020 წელს საქართველოში ეკონომიკა 6.2%-ით, მშენებლობის სექტორი კი შედარებით ნაკლებად - 4.7%-ით შემცირდა. გასული წლის ვარდნის ფონზე იანვარ-მაისში მშპ 11.5%-ით გაიზარდა. ბოლო სამი თვეა სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება ტურიზმიც. ზღვისპირეთში და კონკრეტულად ბათუმში ადგილობრივები აუშენებელ კორპუსებზე მეტად ქაოტურ განაშენიანებას აპროტესტებენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up