ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

access_time2019-07-10 21:05:43

11 ივლისს ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.


ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.


ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ფორუმის მუშაობაში მონაწილოებას მიიღებენ ასევე საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.



საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.


აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელზეც ექვსივე მონაწილე ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარდგენილი. კატალოგი ინვესტორებს ევროკავშირიდან საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები.


imedinews.ge





„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...


მსგავსი სიახლეები

up