ბათუმში, 6 ლოკაციაზე  ფასიანი პარკინგი მოეწყობა

ბათუმში, 6 ლოკაციაზე ფასიანი პარკინგი მოეწყობა

access_time2020-06-22 15:00:22

ბათუმში 6 ადგილას ფასიანი პარკირება მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 312 021 ლარია.


ტენდერის პირობის მიხედვით, „მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების და სასიგნალო მოწყობილობები ავტოსადგომებისთვის – თანმდევი მომსახურება, მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება/მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“.


„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 27 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.


ფასიანი პარკირების ადგილი ბათუმში, როგორც „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, დღეს მხოლოდ თბილისის მოედანზეა მოწყობილი. აქ 1 საათით ავტომანქანის გაჩერება 1 ლარი ღირს. „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ვტომანქანის გაჩერების ტარიფი ახალ ადგილბზეც იგივე იქნება – 1 საათით 1 ლარი.


ფასიანი პარკირება ბათუმში მოეწყობა შემდეგ ადგილებზე:



ბაქოს ქუჩაზე – კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ [ამ ადგილზე დღეს ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები დგას. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ვინაიდან აქ ტრანსპორტის გაჩერება ფასიანი იქნება, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქობულეთის მიკროავტობუსები ამ ადგილზე, მოლაპარაკების საგანიც შეიძლება იყოს]


გოგებაშვილის ქუჩაზე – რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ
რუსთაველის ქუჩაზე – საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ
თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [ახალ სკვერთან მოწყობილი ავტოპარკინგის ადგილზე]
ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [ასევე ახალ სკვერთან მოწყობილი პარკინგი];
ესენინის ქუჩაზე – „პლაზას“ მიმდებარედ [ეს არის წერეთლის ქუჩის მხრიდან „პლაზას“ მარჯვნივ მდებარე ტერიტორია]



ამ ადგილებზე პარკირება ისედაც მოწყობილია, თუმცა „ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასიანი პარკირების მოწყობის მიზანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება და პარალელურად, ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდაა. ეს ადგილები კი, სადაც ფასიანი პარკირებები მოეწყობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.


ბათუმში პარკირება, ზოგადად, ფასიანია. პარკირების გადასახადი კი არის:

1 დღე – 10 ლარი;
7 დღე – 20 ლარი;
30 დღე – 30 ლარი;
182 დღე – 45 ლარი;
365 დღე – 60 ლარი.


ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლასაც გეგმავს.ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.


წყარო: ბათუმელები





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up