ბათუმში 30-სართულიანი სასტუმროს "კუბ თაუერის" პროექტი განახლდა

ბათუმში 30-სართულიანი სასტუმროს "კუბ თაუერის" პროექტი განახლდა

person access_time2016-03-15 14:00:11

ბათუმში „კუბ თაუერის" მშენებლობა განახლდა. როგორც პროექტის მშენებელი კომპანია „ადოგ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან" განმარტავს, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდა შენობაზე დამატებით 80 ხიმინჯის გაკეთება, კომპანიამ საკმაოდ მძიმე სამუშაო ჩაატარა  და სამშენებლო სამუშაოებიც გაგრძელდება.

 

მიხეილ ძოძუაშვილი ამბობს, რომ ხიმინჯების დამატებას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა პროექტის განხორციელება დათქმულ ვადაში უნდა მოხდეს. მისივე განცხადებით, დამატებითი ხიმინჯების დამონტაჟება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და ასევე მეზობლად მდებარე საცხოვრებელ სახლებზე  შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების გამო გადაწყდა. „კუბ თაუერის" მშენებლობა რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ შეფერხდა, რაც მოსახლეობის ნაწილმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო. სახლებს ბზარები გაუჩნდა. 


„კუბ თაუერი" 30-სართულიანი სასტუმრო იქნება, სადაც 180 ნომერი განთავსდება. ცნობილია, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციით, 40 მილიონ დოლარამდე ღირებულების სასტუმროს პროექტის განხორციელება 2017 წელს  უნდა დასრულდეს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერატორი „სვისბელოტელი" იქნება.  „ადოგ ჯორჯია" 2011 წელს დაფუძნდა.



 



Liberation: თქმით, მსოფლიოს შიშმილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: თქმით, მსოფლიოს შიშმილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელ მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხპოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და სტუდენტების მოზღვავების გამო, დახმარების მიმღებთა რაოდემობა...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...


მსგავსი სიახლეები

up