ბათუმში 100 მილიონიანი  სასტუმრო-გასართობი კომპლექსის მშენებლობა 2020  წელს დასრულდება (ფოტო)

ბათუმში 100 მილიონიანი სასტუმრო-გასართობი კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება (ფოტო)

access_time2019-09-11 15:00:58

ავსტრიული კომპანიის ქართული შვილობილი „ჯი-აი-ემ-ჯი ბათუმში მსხვილ სასტუმრო-გასართობ კომპლექსს 2020 წლის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ „კომერსანტს„ კომპანიის დირექტორმა თემურ გამცემლიძემ „ექსკლუზიურად“  განუცხადა.


მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის გარკვეული ნაწილი დასრულებულია და მისი ჩაბარება მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მისი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.პარალელურად, კომპანია სტრატეგიულ პარტნიორს ეძებს, რომელიც პროექტში შევა. „რამდენიმე ინვესტორთან მიდის მოლაპარაკება, თუმცა, არის პირობები რომელიც მათ არ აწყობთ და არის პირობები, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს.ეს პროცესია“-აღნიშნავს გამცემლიძე.




მისი განმარტებით, მხოლოდ გასართობი ცენტრი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.


გამცემლიძის თქმით, პროექტის მშენებლობა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.რაც შეეხება სასტუმროს ოპერატორს, თავდაპირველად პროექტში „კემპინსკის" შეყვანა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკება ჩაიშალა. ახლა „კემპინსკთან“ მოლაპარაკებების დაწყება ისევ იგეგმება. სასტუმროს ყველა ნომერი 2020 წლის ბოლოსთვის გაიხსნება.





„ჯი-აი-ემ- ჯი ბათუმში კომპლექსს 2011 წლიდან, 8 წელია აშენებს. სასტუმროს გარდა პროექტში გასართობი ცენტრები, კაზინოები, საგამოფენო, ბოულინგ, ფიტნეს და სპაცენტრები განთავსდება. აღნიშნული პროექტი „ჯი-აი-ემჯ-ისთვის“ პირველი პროექტია. ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.ამ ეტაპზე უნდა განხორციელებულია 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია.






სოფო ქსოვრელი 





აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს
access_time2019-09-16 12:30:02
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა. ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ...


მსგავსი სიახლეები

up