ბათუმს და ქობულეთს ახალი მუნიციპალური ავტობუსები შეემატა

ბათუმს და ქობულეთს ახალი მუნიციპალური ავტობუსები შეემატა

access_time2021-09-26 19:03:24

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული ISUZU-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ასევე, განახლდა ქობულეთის ავტოპარკი.

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

,,ჩვენთვის, ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური და ბათუმელებზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულად განვაახლებდით ბათუმის ავტობუსების პარკს და დღეს უკვე დამატებით 40 ავტობუსი შეემატება ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის პარკს. ასევე, გარდა ბათუმისა უკვე დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტების სატრანსპორტო განახლებაც და შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც გადაეცემა 4 ახალი ავტობუსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  სატრანსპორტო პოლიტიკა ემსახურებოდეს თითოეულ ბათუმელს, ბათუმის სტუმარს და ყველასთვის გადაადგილება იყოს კომფორტული, უსაფრთხო," – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ISUZU-ს მარკის ავტობუსების შეძენა ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.


EURO 5 სტანდარტი+ს, citibus-ის მოდელის ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.

გასულ წელს ბათუმის მერიის მიერ 8 ახალი ელექტრო  ავტობუსი იქნა შესყიდული.

მომდევნო ორ წელიწადში, ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება. სრულდება ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავება. იგეგმება შუქნიშნების განახლება. ბათუმში დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები. მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up