ბათუმს, 1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში,  „World Travel Awards 2023“-ის მასპინძელი ქალაქის წოდება გადაეცემა

ბათუმს, 1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში, „World Travel Awards 2023“-ის მასპინძელი ქალაქის წოდება გადაეცემა

access_time2022-09-29 13:00:00

ბათუმი წელს „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.


1 ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. ამასთანავე, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს World Travel Awards - 2023 წლის მანპინძელი ქალაქის სტატუსს.



„როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე 2 დღეში. 1 ოქტომბერს ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ პრესტიჟულ ჯილდოს. ასევე, უკვე ოფიციალურად გამოცხადდება, რომ მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიების ძირითად დაჯილდოებას უმასპინძლებს ბათუმი, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო პოპულარიზაციას, მის ტურისტულ პოზიციონირებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება წარმატებული ღონისძიება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.


წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, კოლიზეუმის, აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.


თეგები:
ბათუმი



მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

როგორი იყო 2022 წელი საავტომობილო ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან

როგორი იყო  2022 წელი  საავტომობილო  ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან
access_time2022-12-05 15:10:11
„2022 წელს მეორეულ ავტომობილებზე ფასები 30-40% ით არის  გაზრდილი , რაც წლის ბოლომდე აღარ გაიზრდება, რადგან ავტომობილების ნაწილი კვლავ გზაშია“-  ამის  შესახებ  „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა. მისი  თქმით, სავარაუდოდ  მომავალ წელს ფასების 10-15% იანი ზრდა  იქნება.  რაც შეეხება მოთხოვნას, ნონიაძე ამბობს, რომ როდესაც ავტომობილებზე  ფასები იზრდება, მოთხოვნა...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...


მსგავსი სიახლეები

up