ბათუმობა 2017- მსვლელობა საზეიმოდ მორთულ მემედ აბაშიძის გამზირზე

ბათუმობა 2017- მსვლელობა საზეიმოდ მორთულ მემედ აბაშიძის გამზირზე

access_time2017-09-02 16:37:25

ქალაქ ბათუმის დღესასწაულთან დაკავშირებით, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქის სტუმრებთან და რიგით ბათუმელებთან ერთად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. 
სიმბოლურად, "ბათუმობა 2017" მემედ აბაშიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ კარიბჭესთან გაიხსნა. 
 
სასულე ორკესტრის საზეიმო მარშის ფონზე მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მოძრავი სანახაობა გამართეს. მოსეირნეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე და მის გადამკვეთ ქუჩებზე ბათუმობასთან დაკავშირებული საგამოფენო სივრცეები და ხელნაკეთი ნივთების სტენდები დაათვალიერეს. 
 
„მიხარია, რომ დღეს ქუჩაში მთელი ქალაქია გამოსული და ზეიმობს ამ ლამაზ დღესასწაულს. მინდა ვისარგებლო შემხვევით და ყველას მივულოცო ბათუმობა და ვუსურვო წარმატება, სიკეთე და მშვიდობა პირველ რიგში.სასიხარულოა, რომ წელს გაფართოვდა გეოგრაფია და აქ არის ოფიციალური დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან, ტურისტი უამრავი ქალაქიდან და რეგიონიდან. ეს ჩვენი ქალაქის დღეა და ამ ტრადიციას ყოველწლიურად კიდევ უფრო განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება" - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთნ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
 
წელს "ბათუმობის" ფარგლებში მოზარდებისთვის და პატარებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლებელი იყო  ფოტოსესიების გამართვა და ქუჩის მოხატვაში მონაწილეობა. მემედ აბაშიძის გამზირზე, პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ გაიმართა პერფორმანსი და ძველი ბათუმის ამსახველ ფოტოების გამოფენა, რომლითაც ქალაქის ისტორია გაცოცხლდა. გაეროს ბავშვთა ფონდმა  წარმოადგინა   ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი".
 
დღესვე, ევროპის მოედანზე ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 
 
დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში თანამედროვე STREET ART - ისა, ხოლო მემედ აბაშიძის ქუცაზე ვეშაპის ინსტალაცია - შადრევანი მოეწყო. კითხვის მოყვარულთათვის "წიგნები ბათუმში" და „ბიბლუსმა" -  თავიანთი წიგნების გამოფენა - გაყიდვას გამართეს. დღის ბოლოს ბათუმის საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ 
"ბათუმის" ვარსკვლავი გაიხსნება და საპატიო ბათუმელები დაჯილდოვდებიან. ბათუმობის პირველი დღის საფინალო კონცერტს  ბათუმის ჯაზ ბიგბენდი ევროპის მოედანზე გამართავს.
 
ბათუმობის დასკვნითი გალა კონცერტი ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ევროპის მოედანზე 3 სექტემბერს საღამოს  21:00 საათზე გაიმართება.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up