ბათუმმა ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შესაძლოა ისევ მოიპოვოს

ბათუმმა ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შესაძლოა ისევ მოიპოვოს

access_time2022-10-01 09:30:56

„World Travel Awards“-ის დაჯილდოებაზე ბათუმი წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. დღეს, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის 10 კონკურენტს შორისაა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).


წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ესპანეთში გამართულ გალა საღამოზე ბათუმს, ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის მასპინძელ ქალაქს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრებიან.



2023 წელს, World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში გამართვა ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. წელს, „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი.


,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.


თეგები:
ბათუმი



წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up