ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, მრევლი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება. ღამის ლოცვა მხოლოდ მონასტრებში აღევლინება და მას სასულიერო პირები დაესწრებიან. სამების მონასტერში იქნება მეუფე დიმიტრი.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს ხატებსა და ჯვარს პირბადეებით ემთხვიონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.
მრევს ტაძარში მისვლა დილის 7 საათზე შეეძლებათ, სწორედ ამ დროს გაიმართება სააღდგომო წირვა.
მამა იოანე გორელიშვილის თქმით, მედიკოსების რეკომდაციების გათვალისწინება აუცილებელია. ის მრევს მოუწოდეს აღდგომის დღესასწაულს შეხვდნენ სახლებში და სანთლები ფანჯრებთან დაანთონ.