ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი იხსნება

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი იხსნება

access_time2019-02-06 18:05:51

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში ხვალ ახალი ტერმინალი გაიხსნება, რაც საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით გაზრდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ  მინისტრი გიორგი ქობულია მონაწილეობას მიიღებს შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. მასთან ერთად, ტერმინალს გახსნიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი თამარ იოსელიანი.



შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა“ და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.



„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ მიერ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. მათ შორის, წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არა მარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე;



ასევე მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა და გამოიყო 1ჰა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის; დამატებით 1,7ჰა ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; მოეწყო 180მ სარკინიგზო ჩიხი და სატვირთო ავტომანქანების პარკინგი 3.2ჰა ტერიტორიაზე. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა.




ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.



ამასთან, აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული საავტომობილო ხიდის გახსნამ შესაძლებლობა მისცა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“ გაეკეთებინა 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და განიტვირთოს ნავსადგურის მთავარი შესასვლელი.



ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: MSC Georgia - ის მმართველი დირექტორი ალქან ალიჯიქი, MEDLOG Turkey - ის კომერციული დირექტორი ვოლკან ტეკი, MSC Georgia-სა და MEDLOG Georgia-ს პარტნიორი ჯემალ ინაიშვილი, MEDLOG (Geneva) - ს აღმასრულებელი დირექტორი სალვადორე პრუდენტე, ICTSI (Europe, Middle East and Afrika) - ის ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ოლე მადსენი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up