ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით ითანამშრომლებს

ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით ითანამშრომლებს

access_time2020-11-27 21:00:34

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა. მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ბერუჩაშვილის მხარდაჭერით გაფორმდა.


ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო განათლების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებასა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.


ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის განცხადებით, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს, როგორც საერთაშორისო საზღვაო განათლების მსოფლიო ცენტრსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, როგორც საქართველოს საზღვაო განათლებისა და წვრთნის წამყვან ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას და მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ საზღვაო განათლების, ასევე პოტენციალის ზრდისა და კვლევის სფეროში.


მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კლეოპატრა დუმბია-ჰენრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში საზღვაო დარგის განვითარებას და ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს არსებული გარემოს გაუმჯობესებისა და საზღვაო განათლებისა და წვრთნის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ქმედებებზე, რომელთაც ახორციელებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოს საზღვაო დარგისთვის ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზღვაო ინდუსტრიის ზრდას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.


„მსოფლიოს საზღვაო უნივერსიტეტი მოხარულია ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეშვეობით, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საზღვაო განათლება და წვრთნა, კვლევისა და შესაძლებლობების განვითარების კომპონენტები და, იმავდროულად, მხარი დაუჭიროს კარგად განვითარებული, კოორდინირებული და ეფექტური ნაოსნობის ზრდას საზღვაო სექტორში", - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კლეოპატრა დუმბია-ჰენრიმ.



საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურთა წვრთნის, განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან საყრდენს. „ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ უმაღლესი დონის სტანდარტებს ამ სფეროში. ძალისხმევას არ ვიშურებთ ჩვენი ამბიციური პროგრამის განსახორციელებლად, გავხადოთ ქართული საზღვაო განათლება მსოფლიო დონის"- აღნიშნა იოსელიანმა.


მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, როგორც საზღვაო განათლების სახელმწიფო მარეგულირებლის როლიც. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საზღვაო განათლებასთან, კვლევასა და სწავლებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. საზღვაო კვლევები ამ თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ ველოდებით ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებას, განსაკუთრებით საზღვაო პოლიტიკის სფეროში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.


მემორანდუმის გაფორმებას მიესალმა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს აძლევს პლატფორმას, რათა იყოს უფრო თვალსაჩინო და ჩართული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში."


მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაიმართა ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ახალი საზღვაო სასწავლებლის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის პოტენციალისა და ცენტრისათვის დასახული ამოცანების განხილვას. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის რეგიონული აქტივობებისთვის.


მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა მოიცავს საზღვაო განათლებას, საზღვაო სექტორში წვრთნის, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების კურსებს. მემორანდუმით დასახული მიზნების მისაღწევად მხარეები გაცვლიან ინფორმაციას; მიიღებენ და გაუწევენ კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტების მომზადების თვალსაზრისით; განხორცილებენ გაცვლას, მობილობას ფაკულტეტებზე შესაძლებლობის ფარგლებში; ხელს შეუწყობენ შეხვედრების, სიმპოზიუმების, ვორქშოფების კონფერენციების გამართვას; განავითარებენ ტრეინიგ პროგრამებს და საპილოტე პროექტებს.


მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ დიპლომისშემდგომი საზღვაო განათლების ცენტრს და მისი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყოს მსოფლიო ცენტრი საზღვაო და საოკეანო განათლების, პროფესიული წვრთნის, კვლევისა და გლობალური შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.


თეგები:
საზღვაო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up